Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დილით ატოცთან აღარ გამოჩენილან


ქართველი პოლიციელები ატოცთან აღმართულ ე.წ. სასაზღვრო ღობეებთან. 2019 წლის 21 ოქტომბერი
ქართველი პოლიციელები ატოცთან აღმართულ ე.წ. სასაზღვრო ღობეებთან. 2019 წლის 21 ოქტომბერი

21 ოქტომბრის 11:30 საათის მდგომარეობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ გამოჩენილან ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, სადაც 19 ოქტომბერს განაახლეს ე.წ. სასაზღვრო ღობეების მონტაჟი.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ატოცელმა გრიგოლ ბირთველიშვილმა უთხრა, რომ ატოცსა და მის მოსაზღვრე ოსურ სოფელ ოქონას შორის არსებული გზიდან ე.წ. საზღვარი დაახლოებით სამასი მეტრითაა გადმოწეული და ღობეებს მიღმა მოექცა ატოცელების მიწის ნაკვეთები. საუბარია დაახლოებით 30-40 ჰექტარზე.

ადგილზე პატრულირებას განაგრძობენ ქართველი პოლიციელები.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან ე.წ. საზღვრის გავლება 2018 წლის ნოემბრიდან იყო შეჩერებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG