Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: „არას“ დიდხანს ელოდება ხოლმე ბიზნესი


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესასოციაციების წარმომადგნელბს ხვედება. მის თქმით მნიშვნელოვანია, ხელისუფლებასა და ბიზნესს ეფექტური კომუნიკაცია ჰქონდეს.

„ჩემი მხრიდან შემიძლია დაგარწმუნოთ იმაში, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლევადიან, სწრაფ და ეფექტურ რეჟიმში არის გადაწყვეტადი მთავრობის მხრიდან, გადაწყვეტილი იქნება. იქ, სადაც სისტემური პრობლემებია, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობით, ერთობლივად უნდა მივაღაწიოთ შედეგს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებისას.

გიორგი გახარიას სიტყვებით ბიზნესსქტორი ქმნის სამუშაო ადგილებს და ეკონომიკის მამოძრავენელი ძალაა.

„იქ, სადაც სისტემური პრობლემებია, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობით, ერთობლივად უნდა მივაღწიოთ შედეგს. აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიმდინარე პერიოდში მიიღება, საკანონმდებლო ცვლილება, სისტემური ცვლილებები თქვენი ჩართულობით იქნება მიღბული. ოღონდ, მოლოდინებიც ადეკვატური და ობიექტური უნდა იყოს. იქ, სადაც მთავრობას მოუწევს თქმა - „არა“, ეს „არა“ ადეკვატურად უნდა იყოს მიღებული. ჩვენი, ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება არის, რომ პასუხი იყოს სწრაფი და ამაზე ბევრი დრო არ დავხარჯოთ, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, არც პასუხია და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში, „არას“ ყველაზე დიდხანს ელოდება ხოლმე ბიზნესი და კომპანია. თქვენ პრაგმატული ხალხი ხართ, ჩვენც საკმაოდ პრაგმატულად ვაფასებთ დროს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს. იცით თქვენ, რომ გულწრფელ, ღია და მწვავე დისკუსიის რეჟიმში ამის არასდროს შეგვშინებია, არც შეგვეშინდება და მზად ვართ, რომ ყველა პასუხზე გიპასუხოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG