Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან გოცირიძე მოსამართლეობის კანდიდატს: „რომელ პოლიტიკოსთან ასოცირდება ნიცშე?“


„გაგიგონიათ ნიცშე? საქართველოში რომელ ხელისუფალს მოსწონს ნიცშე?“ - ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის ამ კითხვაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლევან მიქაბერიძემ უპასუხა:

„არ ვიცი, შეიძლება ბევრს“.

პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-11 კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს უსმენენ, რომან გოცირიძე დაინტერესდა, რამდენად იცნობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსის, ფრიდრიხ ნიცშესა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის „ურთიერთობებს“:

- განსაკუთრებით რომელი ახსენებს ხოლმე ნიცშეს ხშირად? და რომელ პოლიტიკოსთან ასოცირდება დღეს ნიცშე?

- არ ვიცი, მიჭირს პასუხი.

- თქვენ არ მოგისმენიათ ბატონი ბიძინას გამონათქვამები ნიცშესთან დაკავშირებით?

- არა, არ მომისმენია, გულწრფელად ვამბობ.

- ანუ თქვენთვის სიახლეა ბატონი ბიძინას სიყვარული ნიცშესადმი და მისი კრიტიკა და ნიცშეს ბევრ რამეში რომ არ ეთანხმება?“

- არ მომისმენია ეს გამონათქვამები.

ლევან მიქაბერიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა 23 სექტემბრიდან დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 6 სექტემბერს წარდგენილი კანდიდატების მოსმენა. სულ წარდგენილია 20 კანდიდატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG