Accessibility links

კანადის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის პარტია ლიდერობს


კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო

კანადის პარლამენტის თემთა პალატის არჩევნების წინასწარი შედეგებით, 338-დან 156 ოლქში ლიდერობენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს ლიბერალური პარტიის კანდიდატები.

122 ოლქში იმარჯვებს კონსერვატიული პარტია. მესამე ადგილზეა „კვებეკის ბლოკი“, რომლის კანდიდატებმა წარმატებას 32 ოლქში მიაღწიეს. 24 ოლქში იმარჯვებს „ახალი დემოკრატიული პარტია“.

კანადის მოქალაქეები თემთა პალატის წევრებს ოთხი წლის ვადით, მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG