Accessibility links

ტახტზე ავიდა იაპონიის ახალი იმპერატორი ნარუჰიტო


იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო

ტოკიოში გაიმართა იაპონიის ახალი იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ოფიციალური ცერემონია. ნარუჰიტომ მოვალეობების შესრულების ფიცი დადო და იმედი გამოთქვა, რომ იაპონია გააგრძელებს ძალისხმევას კეთილდღეობისა და მშვიდობიანი ცხოვრებისთვის.

საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ სახელმწიფოს მეთაურები და სხვა საპატიო სტუმრები მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნიდან. მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

59 წლის ნარუჰიტო იაპონიის რიგით 126-ე და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბადებული პირველი იმპერატორია. მისი მამა, იმპერატორი აკიჰიტო ტახტიდან 2019 წლის აპრილში გადადგა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

იაპონიის ტახტზე ახალი იმპერატორის ასვლის გამო, ქვეყნის მთავრობამ მსუბუქ დანაშაულში ბრალდებული 550 ათასი ადამიანი შეიწყალა. მაგალითად, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG