Accessibility links

შიქსინ ჩენი - საქართველოს ბიზნესის კეთების რეიტინგში მაღალი შედეგი აქვს


შიქსინ ჩენი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტმა შიქსინ ჩენმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელზე განაცხადა, რომ საქართველოს ბიზნესის კეთების რეიტინგში მაღალი შედეგი აქვს

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა. ბიზნესის კეთების რეიტინგში ამ ქვეყანას ძალიან მაღალი, მე-6 ადგილი უკავია. საქართველომ მთელი რიგი რეფორმები განახორციელა. ეს გახლავთ ის მიმართულება, რომელიც შემდგომში შეგვიძლია განვავითაროთ“, - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. მან სიტყვით გამოსვლისას სატრანსპორტო დერეფნების, ტექნოლოგიების განვითარების, ტურიზმის ხელშეწყობისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თბილისში 22 ოქტომბერს, გაიხსნა „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი“, რომელშიც მსოფლიოს 60 ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს.

ფორუმი 2015 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მთავრობებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს აძლევს მაღალი დონის დიალოგის და ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების შესაძლებლობას. წლევანდელი ორდღიანი ფორუმის მონაწილეები საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საკითხებზე იმსჯელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG