Accessibility links

Conflict Intelligence Team: კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" თანამშრომელი გლებ ზვერევი ლიბიაში დაიღუპა


ლიბიაში დაღუპული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ თანამშრომელი გლებ ზვერევი იოშკარ-ოლაში სამხედრო პატივით დაკრძალეს. ზვერევი მანამდე რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი აღმოსავლეთუკრაინელი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა. მისი ლიბიაში დაღუპვის შესახებ იტყობინება საგამოძიებო ჯგუფი Conflict Intelligence Team-ი. ექსპერტებმა ყურადღება მიაქციეს ზვერევის დაღუპვის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას. კომენტარებში იტყობინებიან, რომ ზვერევი ლიბიაში დაიღუპა კერძო სამხედრო კომპანიის სხვა თანამშრომელთან, არტიომ ნევიანცევთან ერთად. მოსკოვი ოფიციალურად არ ადასტურებს ლიბიაში რუსი დაქირავებული მებრძოლების ყოფნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG