Accessibility links

უილიამ ტეილორი ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ჩვენებებს იძლევა აშშ-ის კონგრესში


უილიამ ტეილორი

აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი, რომელიც კიევში მუშაობს და საკვანძო მნიშვნელობის მოწმეა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ გამოძიებაში, სამშაბათს ჩვენებებს იძლევა აშშ-ის კონგრესში. უილიამ ტეილორი, აშშ-ის არმიის ყოფილი ოფიცერი და დიპლომატი, ამჟამად კიევში უდგას სათავეში აშშ-ის დიპლომატიურ მისიას. ის კაპიტოლიუმში მივიდა დახურულ კარს მიღმა ჩვენების მისაცემად კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სამი კომიტეტისთვის. მოსმენაზე შესვლამდე ტეილორმა ჟურნალისტების მიერ დასმულ არცერთ შეკითხვას არ უპასუხა.

ტეილორის გამოკითხვა არის ტრამპის მოწინააღმდეგეთა მორიგი მცდელობა, მიაღწიონ თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაყენებას.

წარმომადგენელთა პალატა, რომელშიც დემოკრატები დომინირებენ, იძიებს ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 25 ივლისს შემდგარი სატელეფონო საუბრის დეტალებს. დემოკრატებს აქვთ ეჭვი, რომ ამ საუბრის მსვლელობისას ტრამპმა ზელენსკის სთხოვა, გამოეძიებინა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დემოკრატ ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერის მოღვაწეობა უკრაინაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG