Accessibility links

ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ მეორე წაკითხვით მოიწონა კანონპროექტი ბრექსიტის შესახებ


დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ მეორე წაკითხვით მოიწონა კანონპროექტი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ.

კანონპროექტს ხმა მისცეს არა მხოლოდ კონსერვატორებმა, არამედ იმ დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილმაც, რომლებიც ადრე გარიცხულ იქნენ კონსერვატიული პარტიიდან, ასევე ლეიბორისტებმაც. ხმების თანაფარდობაა 329 მომხრე 299-ის წინააღმდეგ.

მაგრამ ამის შემდეგ პარლამენტმა 322 ხმით 308-ის წინააღმდეგ უარი თქვა მთავრობის წინადადებაზე, სამი დღით შემოეფარგლა კანონპროექტის განხილვა მესამე წაკითხვამდე.

ამგვარად, დეპუტატები დიდი ალბათობით ვერ მოასწრებენ ბრექსიტის შესახებ კანონპროექტის 31 ოქტომბრამდე მოწონებას. ეს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მარცხს ნიშნავს.

კენჭისყრის შემდეგ ჯონსონმა განაცხადა, რომ მაინც აქვს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის 31 ოქტომბრამდე გაყვანის იმედი.

თუმცა მანამდე ჯონსონმა, რომელსაც კანონი ავალდებულებდა ამას, ბრექსიტის გადადება მოითხოვა. ჯერჯერობით არ არის ცხადი, შეუცვლიან თუ არა ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლის ვადას და თუ შეუცვლიან, რა ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG