Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებს მადლობას უხდის


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქართველი ხალხის სახელით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებისთვის.

გიორგი გახარიამ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ეს არის საქართველოსთან დაკავშირებული პირველი დამოუკიდებელი კანონი, რომელიც აშშ-თან პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ აშშ საქართველოს უახლოესი სტრატეგიული პარტნიორია.

გიორგი გახარია ასევე წერს, რომ ამერიკელი კონგრესმენების მიერ მიღებული საქართველოს მხარდაჭერის აქტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს აშშ-თან კავშირებს თავდაცვის, ეკონომიკის და კიბერუსაფრთხოების სფეროებში. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ აშშ-თან უფრო მჭიდრო პარტნიორობა საქართველოს დაეხმარება მეტი სამუშაო ადგილის შექმნაში, ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებასა და მდგრადი უსაფრთხოების შენარჩუნებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 22 ოქტომბერს დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG