Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში რჩება


თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ოქრუაშვილის 500 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ეწინააღმდეგებოდა ბრალდების მხარე იმ არგუმენტით, რომ არსებობს მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ მოწმეები არიან პოლიციელები, რომლებზეც ირაკლი ოქრუაშვილი გავლენას ვერ მოახდენს.

ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის საქმეზე. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

სისხლის სამართლის საქმე დემონსტრანტების ნაწილის მიერ პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის საფუძველზე აღიძრა. ირაკლი ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG