Accessibility links

თურქეთი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ არის ქურთთა წინააღმდეგ ახალი ოპერაციის საჭიროება


თურქეთი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ არის "საჭიროება", განახლდეს მისი შეტევა ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სირიაში, ოპერაციის ამჟამინდელი არეალის გარეთ, რადგან აშშ-მა შეატყობინა, რომ ამ ძალების გასვლა ჩრდილოეთის სასაზღვრო რეგიონიდან "დასრულებულია".

"ამ ეტაპზე არ არის ახალი ოპერაციის საჭიროება", - განაცხადა თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 ოქტომბერს, ტექსტს ავრცელებს სააგენტო "ფრანს-პრესი".

ამ ცნობის ფონია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის შეხვედრა იმავე დღეს. შეხვედრა სოჭში გაიმართა და ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდა. მოლაპარაკების შედეგად პუტინი და ერდოანი შეთანხმდნენ ერთობლივი სამხედრო პატრულის ამოქმედებაზე ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში და ქურთ მებრძოლებს ახალი ვადა დაუწესეს არეალის დასატოვებლად, რამდენიმე საათით ადრე მანამ, სანამ ამოიწურებოდა აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოქმედება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG