Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კილაძე: ბერას და მის ოჯახს უამრავი სიკეთე აქვთ გაკეთებული ქვეყნისთვის, ეს ყველამ კარგად ვიცით


სოფიო კილაძე
სოფიო კილაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის თქმით, ბერა ივანიშვილსა და მის ოჯახს ბევრი სიკეთე აქვთ გაკეთებული ქვეყნისთვის და საკუთარი ჯიბიდან გაწეული ქველმოქმედება აჟიოტაჟის საგანი არ უნდა ხდებოდეს. ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას დეპუტატი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:

„ბერას და მის ოჯახს უამრავი სიკეთე აქვთ გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და ეს ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის იმათაც, ვინც ასე თავგამოდებული ლანძღავს ივანიშვილების ოჯახს. საკუთარი ჯიბიდან გაწეული ქველმოქმედება რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი აჟიოტაჟის საგანი?!“ - წერს სოფიო კილაძე ფეისბუკში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს, 1,1 მილიონი დოლარი ამაზონის ტყის გადასარჩენად გაიღოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG