Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის გარეუბანში აღმოჩნდა სატვირთო მანქანა, რომელსაც კონტეინერით გადაჰქონდა 39 გვამი


ლონდონის გარეუბანში აღმოჩნდა სატვირთო მანქანა, რომელსაც კონტეინერით გადაჰქონდა 39 გვამი. დაპატიმრებულია მანქანის 25 წლის მძღოლი ჩრდილოეთ ირლანდიიდან. ის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. სატვირთო მანქანა ბრიტანეთში, სავარაუდოდ, ბულგარეთიდან ჩავიდა უელსის საპორტო ქალაქ ჰოლიჰედის გავლით. პოლიცია გვამების ამოცნობაზე მუშაობს. სამართალდამცავი ორგანოები არკვევენ, რა მოხდა. სამრეწველო ზონა, სადაც ნაპოვნია მანქანა, გადაკეტილია. ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ჯერ არ შეუძლია დაადასტუროს, რომ ბულგარეთი იყო სატვირთო მანქანის მარშრუტის საწყისი წერტილი. ინფორმაციას ამოწმებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG