Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: მიუღებელია, რომ ბერა ივანიშვილის ქველმოქმედება პოლიტიკური თავდასხმის საგანი ხდება


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, ქველმოქმედების აქტზე შეტევა უსამართლოა, ხოლო ბიძინა ივანიშვილის ოჯახის შემთხვევაში, ორჯერ უსამართლო, რადგან ეს ოჯახი წლების განმავლობაში ქვეყანას ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენა-შენარჩუნებაში ეხმარება.

ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვის გადაწყვეტილების კომენტირებისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, როცა ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება პოლიტიკური თავდასხმის საგანი ხდება:

„ეს არის ამოტრიალებული რეალობის ის მცდელობა, როდესაც ტყუილს სიმართლეს ვეძახით და სიმართლეს საერთოდ ვერ ვხვდებით, რა უნდა დავარქვათ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ - ეს არის უსამართლობა, ეს არის მიუღებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ამ ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად ასობით მილიონი დახარჯა და დღეს ქვეყანას და საგანმანათლებლო სისტემას ეხმარება იმაში, რომ ევროპული თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა შევქმნათ მომავალი თაობისათვის.

ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი სიტყვები - სამ მილიარდ დოლარზე მეტია ქველმოქმედებაში დახარჯული და შეუძლებელია, ხალხნო, როდესაც ქველმოქმედების აქტზეც ხდება პოლიტიკური შეტევა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს, 1,1 მილიონი დოლარი ამაზონის ტყის გადასარჩენად გაიღოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG