Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსმა ქარელის საკრებულოს წევრი და მერის წარმომადგენელი დააკავა


ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი გოგაშვილი და ქარელის მერის წარმომადგენელი დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან ქ. დააკავეს, - იტყობინება სუსის პრესსამსახური. ამ საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

გამოძიების ცნობით, „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი გოგაშვილი მოქალაქეს დაჰპირდა, რომ 2000 ლარის სანაცვლოდ ქარელის მერის წარმომადგენელს დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან ქ-ს საქონლის შეძენის დამადასტურებელ ცნობაში შეატანინებდა ყალბ მონაცემებს მასზედ, რომ თითქოსდა სოფელ დირბის მცხოვრებმა საკუთარ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი 20 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი აღნიშნულ მოქალაქეს მიჰყიდა.

2019 წლის 23 ოქტომბერს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მოქალაქეს აღნიშნული ცნობა გადასცა და მის მიერ მოთხოვნილი 2000 ლარი აიღო, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს“.

გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 341 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG