Accessibility links

მთავრობის ადმინისტრაციასთან "რუსული ოცნების" იმიტირებულ სხდომას მართავენ


სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ მართავენ აქცია-პერფორმანსს. მინისტრთა კაბინეტის სხდომის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ „მთავრობის ალტერნატიულ სხდომაზე.“

აქციის ორგანიზატორები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.

აქტივისტები მიწაზე დასხდნენ იმიტირებული მაგიდის გარშემო, წარწერით „რუსული ოცნება“. იმიტირებულ მაგიდაზე საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრების სახელები და გვარებია.

სამოქალაქო აქტივისტებს თან აქვთ პლაკატები წარწერებით, რომლებიც მათი განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკას და შეხედულებებს ასახავს: „ომი საქართველომ დაიწყო“, „მცოცავი ოკუპაციის უგულვებელყოფა“, „რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებულება“, „ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრა - რატომ? ვისი ინიციატივით?“ „ანაკლიის პორტი - მთავრობა არ ასრულებს ვალდებულებებს, პორტის მშენებლობა შეჩერებულია".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG