Accessibility links

12 საჯარო სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება


მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით, 2019 წლის 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება. საქართველოს განათლების სამინისტროს თანახმად, გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება. ამასთანავე, სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.

სკოლები, სადაც დამატებითი არდადეგები გამოცხადდება:

  • თბილისის N147 საჯარო სკოლა (I-XII კლასები);
  • თბილისის N117 საჯარო სკოლა (I-XII კლასები);
  • თბილისის N175 საჯარო სკოლა (I-XII კლასები);
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა (I-XII კლასები);
  • ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა (Vვ კლასი და VI- XII კლასები (რუსთაველის ქ. N127);
  • ბათუმის N10 საჯარო სკოლა (V-XII კლასები);
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა (I-XII კლასები);
  • მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა (I-XII კლასები);
  • ახალციხის N1 საჯარო სკოლა (I-XII კლასები);
  • თელავის N8 საჯარო სკოლა (I-XII კლასები);
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა (I-XII კლასები);
  • ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა (I-XII კლასები);

2019 წლის ნოემბერში დაგეგმილია მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის/ტესტირების ჩატარება. ამ მიზნით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს მასშტაბით,12 საჯარო სკოლა შეირჩა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG