Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაჭრილი და დაშავებული სამხედროების მარათონში აშშ-ში საქართველოდან 5 ჯარისკაცი იასპარეზებს


საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში საზღვაო ქვეითთა ყოველწლიურ მარათონში მონაწილეობისთვის ემზადებიან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ქართველი სამხედროები Allied Forces Foundation-ის პრეზიდენტის, სტიუარტ ტეილორის მიერ არიან მიწვეულები და Marine Corps Marathon-ში 2015 წლიდან ასპარეზობენ.

მარათონში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, ავსტრალიის, პოლონეთის, კანადის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საქართველოს თავდაცვის ძალებიდან მარათონში წელს ხუთი დაშავებული სამხედრო მოსამსახურე - ვიცე-პოლკოვნიკი დავით ტიელიძე, უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე შამუგია, კაპიტანი გიორგი კაპანაძე, კაპრალი ლევან წერეთელი და სერჟანტი გიორგი კობიაშვილი იასპარეზებენ.

მარათონის მონაწილეებმა შესარჩევი ეტაპი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 10-კილომეტრიან დისტანციაზე გარბენში გაიარეს, რომელშიც მონაწილეობა ოცამდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო და მათ შორის საუკეთესოები შეირჩნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო ორი თვის განმავლობაში სამხედროებს ორთვიანი ინტენსიური მოსამზადებელი ვარჯიშები უტარდებოდათ.

საზღვაო ქვეითთა ყოველწლიური 42-კილომეტრიანი მარათონი აშშ-ის დედაქალაქში წელს 24-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG