Accessibility links

ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრები იკრიბებიან


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, მარკ ესპერი ბრიუსელში, 2019 წლის 24 ოქტომბერი

ნატოს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში 24 ოქტომბრებს მართავენ ორდღიან შეხვედრას, რომლის დროსაც ყურადღება უმთავრესად მიექცევა სირიაში თურქეთის სამხედო ოპერაციას და ამის თაობაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, მარკ ესპერის განცხადებას, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში თურქეთის ჯარის შესვლა იყო „უსაფუძვლო“.

ნატოს წევრი სახელმწიფოს-თურქეთის შეჭრას სირიაში კრიტიკა მოჰყვა მოკავშირეებისგან, რომლებიც შეშფოთებული არიან, რომ ოპერაციამ შეიძლება ავნოს რეგიონულ სტაბილურობას და ექსტრემისტულ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში მიღწეული წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

„თურქეთმა ყველა ჩაგვაგდო საშინელ მდგომარებაში“, განაცხადა ესპერმა ბრიუსელში გამგზავრებამდე გერმანიაში, მარშალის ფონდში. მისი თქმით, ანკარა უნდა დაუბრუნდეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოკავშირის როლს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თქმით, ანკარა მცდარ მიმართულებით მიდის და მოსკოვს უახლოვდება.

22 ოქტომბერს რუსეთთის და თურქეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ქურთთა ძალები თურქეთის საზღვრიდან შორს შეაჩერონ. ამავე დროს გაგრძელდა ცეცხლის შეწყვეტის ხუთდღიანი ვადა, რომლიც მიღწეული იქნა აშშ-ის შუამავლობით. აშშ-მა გააუქმა სირიაში ქურთთა ძალების წინააღმდეგ ოპერაციის გამო თურქეთისთვის დაწესებული სანქციები. ქურთულ ძალებს სირიაში თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს.

თურქეთის იერიში დაიწყო მას მერე, რაც აშშ-მა გადაწყვიტა გაიყვანოს სირიიდან თავისი ძალები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG