Accessibility links

ნუგზარ სხირტლაძე: მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ არის სასამართლოს თავმჯდომარე


უნდა შევქმნათ ვითარება, როცა მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იქნება სასამართლოს თავმჯდომარე - განაცხადა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა, ნუგზარ სხირტლაძემ 24 ოქტომბერს, კომიტეტის სხომაზე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის, თათული თოდუას მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

ომბუდსმენის საპარლამენტო მდივანს, თათული თოდუას აინტერესებდა, რას ფიქრობს კანდიდატი იმ მოცემულობასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის ფარგლებში კვლავ ძალაში რჩება პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოთა თავმჯდომარეების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშვნის წესი. ახალი დათქმა მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებასა და კონკრეტული სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციებს ითვალისწინებს.

„თქვენ როგორ ფიქრობთ, ხომ არ იქნებოდა უმჯობესი, რომ საკუთარი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის შესაძლებლობა მინიჭებოდათ თვითონ ამავე სასამართლოს მოსამართლეებს. ამასთან დაკავშირებით 2014 წელს ვენეციის კომისიას ჰქონდა თავის დასკვნაში მითითებული, რომ მიესალმებოდა ამგვარ ცვლილებას საქართველოს კანონმდებლობაში“,- ასეთი იყო თათული თოდუას შეკითხვა.

კანდიდატი ფიქრობს, რომ მთავარია „შეიქმნას მყარი გარანტიები მოსამართლის მუშაობისათვის“.

„არანაირად არ მხიბლავს ადმინისტრირება... რომც შემომთავაზონ, ჩემი საქმე მიყვარს და მირჩევნია ჩემი საქმის გაკეთება, ვიდრე იქ რაღაც ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა... მგონია, რომ თუ ადამიანი პროფესიონალია, მაინცდამაინც არ უნდა ხიბლავდეს ადმინისტრირება... სხვა ქვეყნებში რომ ვაკვირდები, თავმჯდომარეობა იქ რაღაც სასჯელივით არის - იქ რაღაც პერიოდია, იცვლებიან ხოლმე და ძალიან არ მოსწონთ.

თუ შევქმნით ჩენ ასეთ ვითარებას, მაშინ ვინ იქნება თავმჯდომარე... ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ვითარება, როცა თავმჯდომარე ვინ იქნება, არ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ნუგზარ სხირტლაძემ.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ასევე დაინტერესდა - რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამისათვის.

ნუგზარ სხირტლაძის მიერ დასახელებული მაგალითის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეებზე ზემოქმედების ბერკეტად შეიძლება გამოიყენოს საქმის განხილვის ვადებთან დაკავშირებული შეზღუდვები - „როგორც ორგანიზაციული საკითხების მომწესრიგებელი შესაძლოა ზემოქმედებდეს ამ ფაქტორით“.

24 ოქტომბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს, ნუგზარ სხირტლაძეს უსმენენ. სხირტლაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის უკვე მე-14 კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილი 20-კაციანი სიიდან.

  • 1999 წლიდან - ნუგზარ სხირტლაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა;
  • 1998-1999 წლებში - ის იყო ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ხოლო შემდეგ - თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თავდაპირველი10-კაციან სია პარლამენტში 2018 წლის ბოლოს ხმაურიანი პროცესების ფონზე ჩავარდა. არასამთავრობო სექტორი მას „სასამართლოს კლანის“ ხელდასმით შექმნილს უწოდებს. საუბარია გავლენიან ჯგუფზე - ე.წ. „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე“. მიხეილ ჩინჩალაძე ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო ლევან მურუსიძე ამავე სასამარლოში უვადოდ არის გამწესებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG