Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უზენაესი სასამართლოს პალატამ უარყო უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის მოთხოვნა აღდგენის შესახებ


უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი, ვიქტორ შოკინი, კიევი, 2015 წლის, თებერვალი
უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი, ვიქტორ შოკინი, კიევი, 2015 წლის, თებერვალი

უკრაინის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის თანამდებობაზე აღდგენისთვის უარის თქმის შესახებ.

24 ოქტომბერს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლოს თანახმად, უმაღლესი სასამართლოს დადგენილება, არ აღადგინონ შოკინი, ძალაშია. შოკინი უკრაინის გენერალური პროკურორი იყო 2015-2016 წლებში. ის თანამდებობიდან გადააყენეს 2016 წლის აპრილში.

შოკინის გვარი აშშ-ში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის შესაძლო მეტოქეს, დემოკრატიული პარტიის წევრ ჯო ბაიდენს შორის პაექრობის ცენტრში აღმოჩნდა. ტრამპს და მის ზოგიერთ მრჩეველს მიაჩნიათ, რომ არასათანადო ზეწოლა მოხდა უკრაინაზე, რომ თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ შოკინი იმისთვის, რომ შეეჩერებინათ უკრაინის გაზის ფირმის Burisma-ს საქმის გამოძიება. ამ ფირმის დირექტორი იყო ჯო ბაიდენის ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი.

თუმცა უკრაინის ანტიკორუფციული უწყების წარმომადგენლებმა უარყვეს ტრამპის ბრალდება, ტრამპმა ზეწოლა მოახდინა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიზე, გამოეძიებინათ ბაიდენის საქმე, რაც გახდა დემოკრატიული პარტიის ინიციატივის მიზეზი, დაეწყოთ ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტის პროცედურა.

შოკინს ახლა კვლავ აქვს შესაძლებლობა უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას მიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG