Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვუჩიჩი ადასტურებს სერბეთში S-400-ის ტიპის სარაკეტო სისტემების ყოფნას


სერბეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ რუსეთის S-400-ის სარაკეტო და Pantsir-S-ის ტიპის თავდაცვითი სარაკეტო სისტემები მონაწილეობას იღებენ ერთობლივ, სერბეთ-რუსეთის სამხედრო მანევრებში.

24 ოქტომბერს ვუჩიჩმა განაცხადა, რომ 25 ოქტომბერს იწყება სამხედრო წვრთნები, რის გამოც ეს სისტემები სერბეთში განთავსდა. ვუჩიჩმა ამის თაობაზე ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა ცერემონიაზე, რომელიც მიეძღვნა ჩინეთის პირველი სატვირთო პირდაპირი მატარებლის ჩასვლას ჩინეთიდან ბელგრადში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ ორი სარაკეტო სისტემა იღებს მონაწილეობას სერბეთთან ერთობლივ მანევრებში. ისინი განთავსდა ბატიაინიცის სამხედრო ბაზეზე.

ეს არის პირველი შემთხვევა, რომ S-400 და Pantsir-S რუსეთის გარეთ მიიღებენ მონაწილეობას მანევრებში.

მანერები სახელწოდებით „სლავური ფარი 2019“ 29 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის მიუხედავად, სერბეთი მჭიდრო ურთიერთობაშია რუსეთთან.

გასულ კვირაში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ სერბი კოლეგისგან, ანა ბრნაბიჩისგან მოელის, რომ ის მოსკოვში სტუმრობისას, 25 ოქტომბერს ხელს მოაწერს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG