Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერს 12 დეკემბრისთვის არჩევნების დანიშვნა სურს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორს ჯონსონმა მოწოდება გამოთქვა გენერალური არჩევნებისკენ 12 დეკემბრისთვის, ბრექსიტის გამო ჩიხის ფონზე მას მერე, რაც ვერ მოახერხა ბრექსიტის შეთანხმების გატანა პარალმენტში.

ჯონსონმა განაცხადა, რომ ის კანონმდებლებს სთხოვს, მომავალ კვირას, 28 ოქტომბრიდან დაიწყონ ქმედება ვადამდელი არჩევნების დასანიშნად.

ჯონსონის ნაბიჯი მოჰყვა კანონმდებლების მიერ მისი მცდელობის შეჩერებას, სწრაფი გზით გაეტანა პარალმენტში ბრექსიტის თაობაზე შეთანხმება. დეპუტატების თქმით, მათ მეტი დროს სჭირდებათ, რათა შეთანხმება განიხილონ, რითაც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა 31 ოქტომბრამდე, დადგენილ ვადამდე, შეუძლებელი გახდა.

ეს არის ჯონსონის მესამე მცდელობა, დაანიშნინოს პარალმენტს ვადამდელი არჩევნები.

ბრიტანეთში რიგით არჩევნები უნდა გაიმართოს 2022 წელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG