Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მე-15 კანდიდატს მოუსმენენ


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს, 25 ოქტომბერს მოუსმენენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევად წარდგენილ ლალი ფაფიაშვილს.

ფაფიაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და მეექვსე მოწვევის პარლამენტის(2004-2008წწ) დეპუტატია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 23 სექტემბრიდან მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა.

კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი 20-დან 14 კანდიდატს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG