Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურჯაანში ხანძარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა


60 წლამდე ასაკის ქალი დაიღუპა გურჯაანში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად. უბედური შემთხვევა გვიან ღამით, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.

სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორსართულიან სახლში ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და ქალის გამოყვანა ვერ შეძლეს. შენობა მთლიანად განადგურებულია. ცეცხლს რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროგაყვანილობის სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG