Accessibility links

გერმანიის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა რუსეთისთვის სანქციების გაუქმებას


გერმანიის პარლამენტმა უარყო „მემარცხენე პარტიის“ პროექტი, რომელიც რუსეთთან დაძაბულობის შესუსტებას და სანქციების შეწყვეტას თვალისწინებდა.

მემარცხენეების ინიციატივას მხარი არ დაუჭირა პარლამენტში წარმოდგენილმა არცერთმა სხვა პარტიამ. თავი შეიკავეს პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრებმა. მათ პარლამენტში წარადგინეს საკუთარი პროექტი, რომელიც ეხებოდა რუსეთთან ურთიერთობაში ახალი პოლიტიკის დაწყებას და თანამშრომლობას კონფრონტაციის ნაცვლად. გერმანიის პარლამენტმა არც ეს წინადადება გაიზიარა.

გერმანული მაუწყებლის, „დოიჩე ველე“-ს ინფორმაციით, მემარცხენეები და „ალტერნატივა“ მიიჩნევენ, რომ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთსთვის დაწესებულმა სანქციებმა შედეგი ვერ გამოიღო და სანქციების რეჟიმში გერმანიის მონაწილეობა ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება.

პარლამენტის სხდომაზე გატანამდე ორივე პროექტზე უარყოფითი დასკვნა მოამზადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG