Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკ კოფი: ამერიკული ჯარების ახალქალაქში შეყვანის იდეა რუსეთის შეკავებასაც ეხება


ლუკ კოფი
ლუკ კოფი

„ჰერიტიჯის ფონდის“ დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ჯარების საქართველოში განთავსების შესახებ მორიგ კომენტარს აკეთებს. სოციალურ ქსელ ტვიტერზე გამოქვეყნებულ მეორე პოსტში იგი წერს, რომ ამერიკული ჯარების ახალქალაქში შეყვანის იდეა რუსეთის შეკავებასაც ეხება:

„რამდენიმე საკითხი:

- რამდენადაც ვიცი, ეს არ განიხილება აშშ-ის ხელისუფლების მიერ.

- ბევრი ამბობს, „რა იქნება ლოგისტიკის მხრივ?“ ეს 750 კმ-ია. ვფიქრობ, ამერიკელი სამხედროები ამას დაძლევენ.

- ვინც კითხულობს, „როგორ იქნება საქმე თურქეთთან“, არ იცნობს თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებს.

- დიახ, ეს ასევე ეხება რუსეთის შეკავებას“, - წერს ანალიტიკოსი ტვიტერზე.

ლუკ კოფი აშშ-ის ჯარების საქართველოში განთავსების იდეით გამოვიდა.

„შემოთავაზება: აშშ-ის ჯარები, რომელიც სირიას ტოვებენ, შესაძლებელია გაიგზავნოს საქართველოში და იქცეს „ჰორიზონტს მიღმა“ განთავსებულ ძალად, იმისთვის, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ აღდგენის შემთხვევაში სწრაფად მოახდინოს რეაგირება.

ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც რაქიდან 460 მილის (740 კმ) მანძილზე მდებარეობს.

ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“, - წერდა ლუკ კოფი „ტვიტერზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG