Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კონტი ჯგუფი" ანაკლიის განვითარების კონსორციუმში რჩება


ამერიკული Conti International კვლავ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერად რჩება, - ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და, შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად“, - აცხადებენ კონსორციუმში.

ანაკლიიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, „კონტი ჯგუფი“ კვლავ აქციების 42%-ის მფლობელად რჩება.

კონსორციუმის დატოვების შესახებ „კონტი ჯგუფის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება 15 აგვისტოს გახდა ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG