Accessibility links

მუნიციპალიტეტების სარეზერვო ფონდები


რა არის სარეზერვო ფონდი?

სარეზერვო ფონდი არის ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტის ნაწილი. ამ ფონდში არსებულ თანხას მუნიციპალიტეტი ხარჯავს მაშინ, როცა მას უწევს გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება.

რა არის გაუთვალისწინებელი ხარჯი?

გაუთვალისწინებელი არის ხარჯი, რომლის გათვალისწინებაც ობიექტური გარემოებების გამო შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. მაგალითად: სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები.

რამდენი შეიძლება იყოს სარეზერვო ფონდი?

სარეზერვო ფონდი არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების) მთლიანი ოდენობის 2%-ს.

IDFI-ში აცხადებენ, რომ დღეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა სარეზერვო ფონდების განკარგვასთან დაკავშირებულ წესებს არ მოიცავს. ეს კი ქმნის ფინანსების არამიზნობრივი გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებს.

XS
SM
MD
LG