Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის წევრები ვერ შეთანხმდნენ ბრექსიტის გადავადების გარშემო


ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ ბლოკიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის თარიღის 31 ოქტომბრიდან უფრო გვიან გადატანის თაობაზე.
როგორც ბრიტანეთთან მოლაპარაკებებზე ევროკავშირის წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ განაცხადა, ევროკავშირის წევრების ელჩები ვერ მივიდნენ საერთო აზრამდე ბრიუსელში ორსაათიანი მოლაპარაკების განმავლობაში.

სავარაუდოდ, შეხვედრა კვლავ გაიმართება 28 ოქტომბერს.


ბერნიეც და სხვადასხვა სააგენტოს წყაროები აცხადებენ, რომ ევროკავშირი გადადებს ბრექსიტს და არ დაუშვებს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას 31 ოქტომბრამდე შეთანხმების ძალაში შესვლის გარეშე. არ არის ცნობილი, რა ვადით გადაიდება ბრექსიტი.

სააგენტოების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა, გერმანიის ჩათვლით, მხარს უჭერენ ბრექსიტის 31 იანვრამდე გადავადებას.
ეს თარიღი იყო მითითებული გადავადების შესახებ წერილშიც, რომელიც საკუთარი ნების წინააღმდეგ, პარლამენტის მოთხოვნით, ბრიუსელში გააგზავნა ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა.

საფრანგეთი უფრო მცირე ვადის მომხრეა, რათა სტიმული მისცეს ბრიტანეთის პარლამენტს, დროულად მიიღოს შეთანხმება.

თუ ევროკავშირი ვადას არ გადასწევს, რაც თეორიულად კვლავაც შესაძლებელია, 31 ოქტომბერს ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა შეთანხმების გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG