Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ემიგრაციაში მყოფი პაკისტანელი უფლებადამცველის მამა ფეშავარში საპატიმროში მოათავსეს


გულალაი ისმაილი
გულალაი ისმაილი

პაკისტანის სასამართლომ გადაწყვიტა, წინასწარი გამოძიების საპატიმროში მოათავსოს საკუთარი ნებით ქვეყნიდან იმიგრირებული უფლებადამცავი ქალის, გულალაი ისმაილის მამა, რომლსაც გაასამართლებენ ეთნიკური პუშტუნების უფლებების დაცვის კამპანიის მხარდაჭერისთვის.

ამის თაობაზე ადვოკატმა შაჰაბუდინ ხატაკმა რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს განუცხადა. მისი თქმით, მისი კლიენტი, მოჰამად ისმაილი, ფეშავარის სასამართლოში მიიყვანეს და იქ გადაწყვიტეს, რომ ორი კვირით წინასწარ პატიმრობაში იქნება.

ხატაკმა თქვა, რომ მისი კლიენტის, პროფესორ ისმაილის გამოსაშვებად სასამართლოს შუამავლობას გადასცემს, დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე.

ისმაილმა და მისმა ცოლმა არაერთხელ დაადანაშაულეს პოლიცია და დაზვერვის თანამშრომლები შევიწროებაში.

მათი შვილი აშშ-ში გადასახლდა და წელს თავშესაფარი მოითხოვა, რათა თავიდან აეცილებინა უშიშროების სამსახურის მხრიდან შევიწროება. ის პუშტუნების უფლებების დაცვის აქტივისტია და პაკისტანის მთავრობას აკრიტიკებს ამ ქვეყნის თემებში სამხედრო ოპერაციების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG