Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაშუშობაში მსჯავრდებული ბუტინა მოსკოვში ჩავიდა, აშშ-ის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ


რუსეთის ჯაშუშობაში მსჯავრდებული მარია ბუტინა მოსკოვში ჩავიდა, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის ციხიდან გაათავისუფლეს. იგი პატიმრობაში იმყოფებოდა აშშ-ში უცხოეთის დაურეგისტრირებელი აგენტის სტატუსით მოქმედების ბრალდებით.

ბუტინა ცდილობდა, შეეღწია აშშ-ის კონსერვატიულ პოლიტიკურ ჯგუფებში და რუსეთის ინტერესები გაეტარებინა მაშინ, როცა დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში მოდიოდა. მან ფლორიდაში განთავსებული ციხე დატოვა და 25 ოქტომბერს მოსკოვში გაემგზავრა.

ბუტინა საპატიმროში იმყოფებოდა მისი დაპატიმრების შემდეგ, 2018 წლის ივლისიდან. მან დეკემბერში აღიარა დანაშაული - შეთქმულებაში მონაწილეობა რუსეთის დაურეგისტრირებელ აგენტად მოქმედების მიზნით. მან ასევე აღიარა, რომ ის და რუსეთის ყოფილი დეპუტატი მუშაობდნენ კონტაქტების მოსაპოვებლად იარაღის ეროვნულ ასოციაციაში (NRA), რათა გაეძლიერებინათ ურთიერთობა ამერიკელ კონსერვატორებთან, იმ დროს, როცა ტრამპმა დემოკრატი მეტოქე, ჰილარი კლინტონი დაამარცხა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ბუტინამ აშშ-ის კანონები დაარღვია იმით, რომ იუსტიციის სამინისტროში არ განაცხადა თავისი ნაბიჯების შესახებ. სამინისტრო რეგისტრაციის გავლას მოითხოვს აშშ-ში მოქმედი ლობისტებისგან და სხვებისგან, რომლებიც სხვა ქვეყნების მთავრობების ინტერესებს ატარებენ.

ბუტინას 18 თვით მიესაჯა პატიმრობა, თუმცა შეღავათი შეეხო იმ პერიოდისთვის, რომელიც მან საპატიმროში ბრალდების დამტკიცებამდე დაჰყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG