Accessibility links

27 ოქტომბერს ლაგოდეხში შუალედური არჩევნები გაიმართება


27 ოქტომბერს, ლაგოდეხში, აფენის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. 4000-ზე მეტ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 3 კანდიდატს შორის მოუწევს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამმა პარტიამ წარადგინა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატია ომარ შველიძე, „ევროპული საქართველოდან“ კენჭს იყრის მალხაზ მელაშვილი, ხოლო დავით ბეგლარაშვილი პარტიამ „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ წარადგინა.

არჩევნები 4 უბანზე: სოფელ ჭაბუკიანის 2, აფენის 1 და გვიმრიანის 1 საარჩევნო უბნებზე ჩატარდება. არჩევნების ჩატარების აუცლებლობა მას შემდეგ დადგა, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია კობახიძემ საკრებულოს წევრის მანდატზე უარი თქვა. ის „უხელფასო დეპუტატი“ იყო და ემიგრაციაში წავიდა.

სანიაღვრე არხების, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, ახალგაზრდებისთვის სივრცეების შექმნა, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელთა მოგვარებასაც პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატები გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას ჰპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის გარდა საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება ადიგენის და მარტვილის თითო-თითო თემში.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებულია 10 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე 7 მედიასაშუალებაა, რომლებიც საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან და გააშუქებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG