Accessibility links

ათობით პირი დააპატიმრეს ყაზახეთში, დაგეგმილ ანტისამთავრობო აქციაზე


ყაზახეთში პოლიციამ დააკავა, სულ მცირე, სამი ათეული პირი, რომლებიც ცდილობდნენ თავშეყრას ანტისამთავრობო აქციის ჩატარების მიზნით. ამ აქციას ხელისუფლება "უკანონო მოქმედებად" მიიჩნევს.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტები იტყობინებიან, რომ დედაქალაქ ნურ-სულთანში, მთავარი საკონცერტო დარბაზის შენობასთან, ათზე მეტი მოქალაქის დაპატიმრებას შეესწრნენ. დაკავების შესახებ ცნობები ვრცელდება ალმა-ატიდან და სხვა ქალაქებიდანაც. დაპატიმრებულებს შორის არიან ქალები და, სულ მცირე, ერთი მოხუცი კაცი.

აქციაში მონაწილეობის მოსურნე მოქალაქეებმა დაკავების წინ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სურდათ გაეპროტესტებინათ ბიზნესკავშირების "გაფართოება" ჩინეთსა და ყახაზეთს შორის, ერთიანი კომპანიების შექმნის გზით. ისინი ასევე გამოდიოდნენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოწოდებით.

26 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი იყო ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანი - პოლიტიკური მოძრაობა, რომელსაც ყაზახეთის მთავრობა "ექსტრემისტულს" უწოდებს და კრძალავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG