Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: თუ სოჭის შეთანხმება ჩაიშლება, თურქეთი სირიის საზღვრიდან განდევნის "ტერორისტებს"


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თურქეთი თავისი საზღვრის მახლობლად, ჩრდილოაღმოსავლეთ სირიიდან განდევნის "ტერორისტებს", თუ ქურთთა მებრძოლები იმ ადგილებს არ დატოვებენ რუსეთთან შეთანხმებით მიღწეულ ვადაში.

"თუ 150 საათის შემდეგ ტერორისტები არ იქნებიან გასული, ჩვენ ავიღებთ კონტროლს და მათ თავად განვდევნით" - განაცხადა ერდოანმა 26 ოქტომბერს სტამბოლში, ქურთთა შეიარაღებულ ძალებთან მიმართებით.

თურქეთი ამ ძალებს უწორდებს "ტერორისტებს", რომლებსაც კავშირი აქვთ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან - ეს ორგანიზაცია თურქეთში 1980 წლიდან აწარმოებს პარტიზანულ კამპანიას.

ერდოანი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 23 ოქტომბერს, სოჭში შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ მოსკოვი ხელს შეუწყობდა საზღვრიდან 32 კილომეტრის მოშორებით მებრძოლების და მათი იარაღის გასვლას. ბოლო ვადა 29 ოქტომბერს იწურება.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG