Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში განახლდა ქუჩის საპროტესტო აქციები


ლიბანში დემონსტრანტებმა 26 ოქტომბერს განაახლეს ქუჩის საპროტესტო აქცია, რითიც არ დამორჩილდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილ, ძლიერ მოძრაობა ჰეზბოლას, რომელიც მათ მოუწოდებს დაასრულონ დემონსტრაციები ქვეყნის მმართველების წინააღმდეგ.

საპროტესტო აქციები 17 ოქტომბერს დაიწყო. მისი მონაწილეები მოითხოვენ მთავრობის ხელმძღვანელების გადადგომას, მასშტაბური კორუფციის შესახებ განვრცელებული ცნობების ფონზე.

26 ოქტომბერს, გვიან საღამოს შეხლა-შემოხლა მოხდა ლიბანის სამხედროებს და დემონსტრანტებს შორის, რომლებიც ცდილობდნენ ქალაქ ტრიპოლის ერთ-ერთი მთავარი გზის დაბლოკვას. ბეირუთში დემონსტრანტებმა ჯაჭვი შეკრეს, რათა ჯარისთვის საშუალება არ მიეცათ დაენგრია ერთ-ერთი გზის დამბლოკავი ბარიკადები. დედაქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე დემონსტრანტებმა მჯდომარე აქციაც მოაწყვეს.

ჰეზბოლას ლიდერმა, ჰასან ნასრალამ 25 ოქტომბერს თავის მიმდევრებს მოუწოდა დაეტოვებინათ ქუჩები და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ კაბინეტის წევრების ნაძალადევი გადადგომა ქვეყნის ეკონომიკის "ქაოსს და კოლაფსს" მოიტანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG