Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან აკინის ქართულ-შვედურ ფილმს საქართველოს კინოთეატრებში ნოემბერში უჩვენებენ


ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმს, რომელიც შვედეთმა ოსკარზე წარადგინა, ქართულ კინოთეატრებში მაყურებელი ნოემბერში ნახავს, თუმცა მხოლოდ სამი დღით და ჩვენებები მასში მონაწილე მსახიობების გარეშე ჩაივლის, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, - ამ ინფორმაციას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს.

ქართველი მოცეკვავეების გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის “Then We Danced”-ის პრემიერა კანის ფესტივალზე 2019 წელს გაიმართა და ამ დრომდე უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო.

  • ივლისში ფილმმა ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრი აიღო, მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციის გამარჯვებული გახდა;
  • ნომინირებულია ევროპული საუნივერსიტეტო ფილმების ჯილდოზე;
  • აგვისტოში სარაევოს კინოფესტივალზე ლევან გელბახიანმა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გაიმარჯვა;
  • 26 ოქტომბერს ფილმმა ჩიკაგოში გაიმარჯვა, კატეგორიაში Gold Q Hugo.

ფილმის გადამღები ჯგუფი პერიოდულად საუბრობს იმ სირთულეებზე, რასაც საქართველოში გადაღებისას აწყდებოდნენ - თემატიკიდან გამომდინარე კითხვები ჰქონდა კულტურის სამინისტროსაც.

ლევან აკინის ფილმს საქართველოს კინოთეატრები 8 ნოემბრიდან აჩვენებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG