Accessibility links

დააკავეს მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვან შვილს ქორწინებას აიძულებდა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში დააკავეს 44 წლის მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვან შვილს ქორწინებას აიძულებდა. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციის ცნობით, მამა გოგონას ქორწინებას „მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით“ აიძულებდა. მშობლების მიმართ შემაკავებელი ორდერია გამოწერილი, გოგონა კი გადაყვანილია თავშესაფარში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG