Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო „პატივს სცემს“ სერბეთის ერთობლივ მანევრებს რუსეთთან


რუსეთის სარაკეტო სისტემა S-400 მონაწილეობას იღებს ბელგრადთან, სერბეთში სამხედრო მანევრებში. 2019 წლის 24 ოქტომბერი
რუსეთის სარაკეტო სისტემა S-400 მონაწილეობას იღებს ბელგრადთან, სერბეთში სამხედრო მანევრებში. 2019 წლის 24 ოქტომბერი

ნატომ განაცხადა, რომ „პატივს სცემს“ სერბეთის გადაწყვეტილებას, გამართოს თავის ტერიტორიაზე სამხედრო მანევრები რუსეთთან ერთად, რომელმაც ბატაინიცის სამხედრო ბაზაზე, სერბეთში, ბელგრადის მახლობლად, ჩაიტანა „ხმელეთი-ჰაერის“, S-400-ის ტიპის და Pantsir-S-ის ტიპის თავდაცვითი სარაკეტო სისტემები. ისინი ჩართული არიან ერთობლივ სამხედრო წვრთნაში - „სლავურ ფარში“ - რომლის მიზანია საჰაერო თავდასხმების ერთობლივი მოგერიება. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ეს სისტემები რუსეთის გარეთ მოწყობილ მანევრებში მონაწილეობენ.

რადიო თავისუფლებას ნატოს პრესსამსახურმა მოაწოდა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ნატო და სერბეთი „არიან პარტნიორები და პატივს ვცემთ სერბეთის უფლებას, მიიღოს თავის ტერიტორიაზე მანევრების გამართვის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება“. ნატოს თანახმად, სერბეთი და ალიანსი პარტნიორები არიან და ბალკანეთის სახელმწიფოს აქვს „კარგი და პროდუქტიული ურთიერთობა“ დასავლურ ალიანსთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG