Accessibility links

ბულგარეთში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს


სოფიის მერი იორდანკა ფანდაკოვა

ბულგარეთში ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, მმართველი კონსერვატიული პარტია „გერბი“ ლიდერობს ქვეყნის მასშტაბით კვირას გამართული ქალაქის მერებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში „გერბის“ წარმომადგენელმა, მოქმედმა მერმა იორდანკა ფანდაკოვამ ამომრჩეველთა ხმების 35% მიიღო. მისმა მეტოქემ, დამოუკიდებელმა კანდიდატმა მაია მანოლოვამ - დაახლოებით 16%.

კვლევით ცენტრ „გელაპისა“ და „ალფას“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, ბულგარეთის დედაქალაქის მერის ვინაობა მეორე ტურში გაირკვევა.

წინასწარი მონაცემებით, მოქმედ მერ ფანდაკოვას, წინა არჩევნებთან შედარებით, 100 ათასით ნაკლებმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

მმართველი პარტიისადმი მხარდაჭერის კლების მიუხედავად, „გერბის“ მთავარმა ოპონენტმა, სოციალისტებისა და ლიბერალების პროდასავლურმა ბლოკმა, ვერ მოახერხა გამარჯვების მიღწევა ვერც სოფიასა და ვერც ბულგარეთის სხვა დიდ ქალაქში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG