Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატმა კონგრესმენმა ქალმა უარი თქვა მანდატზე სექსუალური სკანდალის გამო


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა დემოკრატიული პარტიიდან, კეტი ჰილმა, უარი თქვა მანდატზე იმ სკანდალის გამო, რომელიც მოჰყვა ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებას და ცნობას, რომ იგი სექსუალურ ურთიერთობაში იმყოფებოდა თავისივე საარჩევნო შტაბის თანამშრომელთან.

32 წლის ჰილი კონგრესში გასულ წელს აირჩიეს კალიფორნიიდან. წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში დემოკრატების საერთო წარმატების ტალღაზე, მან შეძლო, დაემარცხებინა მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი.

რამდენიმე დღის წინ, ჯერ ამერიკულმა გამოცემამ, შემდეგ კი ბრიტანულმა ტაბლოიდმა „დეილი მეილმა“ გამოაქვეყნა კეტი ჰილის ინტიმური სურათები ყოფილ ქმართან და, ასევე, მისი ოფისის ახალგაზრდა თანამშრომელ ქალთან. გამოქვეყნდა აგრეთვე მისი მიმოწერა მესინჯერიდან.

კონგრესმენმა ქალმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოდან მისი წასვლა​ საუკეთესო გადაწყვეტილებაა მისი ამომრჩევლების, ქალაქისა და ქვეყნისათვის.

კონგრესის კომიტეტმა დაიწყო გამოძიება ასევე თანაშემწე მამაკაცთან ჰილის სავარაუდო ინტიმური კავშირების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, რასაც დემოკრატი კონგრესმენი უარყოფს.

„ამერიკის ხმის“ თანახმად, ჰილმა აღიარა, რომ ჰქონდა ურთიერთობა ახალგაზრდა თანამშრომელ ქალთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG