Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩუგოშვილი: ერთადერთი ძალა, რომელსაც შანსი აქვს, 2020 წელს უმრავლესობა მიიღოს, "ქართული ოცნებაა"


თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შანსი აქვს, 2020 წლის არჩევნებში უმრავლესობა მიიღოს და მთავრობა დააკომპლექტოს, „ქართული ოცნებაა“. მისი განმარტებით, მმართველი პარტია მუშაობს იმისთვის, რომ კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა არ დადგეს.

„ამისთვის საჭირო იქნება, რომ ის შედეგი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ანუ 49%, თუნდაც მცირედით გაუმჯობესდეს და მე ვფიქრობ, ეს სრულიად რეალისტური მოლოდინია. რაც შეეხება კოალიციის თემას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაში, რა თქმა უნდა, ამის გამორიცხვა არის რთული, თუმცა ჩვენი ამოცანა იქნება, რომ 50% ან მეტი ავიღოთ ამ არჩევნებზე და, შესაბამისად, კოალიციის საჭიროება არ დადგეს.

წინასწარ საუბარი იმაზე, ვისთან შეიძლება შეიქმნას კოალიცია და ა.შ., შეუძლებელია და ჩემი მხრიდან იქნება სპეკულაცია, რისგანაც თავს შევიკავებ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეალისტური ამოცანა დასახული შედეგებისთვის მუშაობაა.

27 ოქტომბერს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, რომ „სრულიად რეალისტური შეიძლება აღმოჩნდეს“ ის, რომ 2020 წელს უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ აიღოს და კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგეს. მისი ეს მოსაზრება მედიასთან კომენტარებში არ გაიზიარეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG