Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან გოცირიძე კიბერთავდასხმაზე: შეიძლება მიხეილ სააკაშვილს გადააბრალონ


„ეს ან საქართველოს ხელისუფლების მიერ მართული ბოტების ქარხნის მიერაა გაკეთებული, ან რუსი ჰაკერების მიერ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე, საქართველოში განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის კომენტირებისას.

რომან გოცირიძის თქმით, მომხდარი ორ რამეს ცხადყოფს: ერთი, რომ ამით მოწმდება ქვეყანაში არსებული კიბერუსაფრთხოების მექანიზმები, და მეორე - შესაძლოა, მომხდარი მიხეილ სააკაშვილს გადააბრალონ.

„ეს არის შემოწმება იმისა, არსებობს თუ არა რაიმე დაცვითი სისტემა სახელმწიფო სტრუქტურებში და აღმოჩნდა, რომ ეს მოშლილია და ადვილად შეუძლიათ მასში შეღწევა. მეორე მხრივ, შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ამ ფოტოთი, მასზე გადაბრალება, თითქოსდა, კიევიდან ამას აკეთებდეს“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

ის კიდევ ერთ ვარაუდს გამოთქვამს: „ეს შეიძლება მიხეილ სააკაშვილის პიარიც იყო და ამით კიდევ ერთხელ შეახსენეს უკანონოდ დევნილი ადამიანი საზოგადოებას“.

28 ოქტომბერს კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის, საკრებულოების, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ვებსაიტებზე. პარალიზებულ საიტებზე ჩანს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო, ინგლისურენოვანი წარწერით: „მე დავბრუნდები“.

კიბერთავდასხმის გამო, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. მოგვიანებით, გამოძიებას კიდევ ერთი, სისხლის სამართლის 286-ე მუხლი დაემატა, რაც კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG