Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლავ მძიმეა გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა


სტაბილურად მძიმეა 39 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც 19 ოქტომბერს გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სხეულის 60%-ის დამწვრობა მიიღო.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის რჩება მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტი კონტაქტურია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული განყოფილების მორიგე ექიმმა.

დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესი იყო, კლინიკაში იგი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში მიიყვანეს.

გურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს დილით მოხდა. გაზის გაჟონვით გამოწეულ აფეთქებას მოჰყვა ნგრევა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

მომხდარის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG