Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გარეჯის საკითხზე დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდებიან


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე დახურულ შეხვედრას გამართავენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის თანათავმჯდომარეა.

პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტრების პრობლემურ საკითხებზე.

ლაშა დარსალიასთან შეხვედრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 17 ოქტომბერს გამართული „მინისტრის საათის“ ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეთანხმების საფუძველზე შედგება.

დახურული შეხვედრა პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში 10 საათზე დაიწყება.

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიების მუშაობა წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. მოლაპარაკება 2019 წლის მაისიდან განახლდა.

კომისიების მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც აპრილის ბოლოს, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან გზის გადაკეტვას საქართველოში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG