Accessibility links

ქართველი მოჭიდავეები მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ


თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მირზა სხულუხია და ტარიელ გაფრინდაშვილი ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში გავიდნენ. სხულუხიამ 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში კანადელი, იაპონელი და უკრაინელი მეტოქეები დაამარცხა და ოქროს მედლისთვის რუსეთის ნაკრების წევრ ჩერმან ვალიევს დაეჭიდება, გაფრინდაშვილმა 79 კილოგრამის ფინალის გზაზე ეგვიპტელ, ამერიკელ და თურქ მოჭიდავეებს აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად აზერბაიჯანელი აბუბაკარ აბაკაროვის ძლევა სჭირდება.

ფინალური ბლოკის შეხვედრები დღეს თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება და მასში, მირზა სხულუხიასა და ტარიელ გაფრინდაშვილის გარდა, შეიძლება საქართველოს ნაკრების კიდევ ორმა წევრმა მიიღოს მონაწილეობა - ედემი ბოლქვაძე (65 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

დღესვე, მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებმებიან თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), გიორგი სულავა (74 კგ), ზაურ ბერაძე (86 კგ), დემურ მეგენეიშვილი (92 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ)

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG