Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალე წყალტუბო გახდება ჯანმრთელობის და ტურიზმის ცენტრი - მდინარაძე ივანიშვილის ინიციატივაზე


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში წყალტუბო ჯანმრთელობისა და ტურიზმის ცენტრი გახდება. ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოში სასტუმროებისა და ბალნეოლოგიური აბანოების გამოსყიდვის ინიციატივის კომენტირებისას, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ წყალტუბო, როგორც „განვითარებული ჰაბი“, ქვეყანას ბევრ სამუშაო ადგილს მოუტანს და ეს ოპოზიციამაც უნდა აღიაროს:

„ბიძინა ივანიშვილის ეს ინიციატივა ნიშნავს, რომ ძალიან მალე წყალტუბო გახდება ჯანმრთელობის და ტურიზმის ცენტრი. ეს იქნება რეგიონში მიზიდულობის ცენტრი და როდესაც ასეთ ინიციატივებზეა საუბარი, ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც, უნდა ეყოს ძალა და აღიაროს, რომ წყალტუბო - ერთ-ერთი ძალიან განვითარებული ჰაბი - ჩვენს ქვეყანასაც მოუტანს ბევრ სამუშაო ადგილს, ეკონომიკის განვითარებას, უამრავ ტურისტს. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებს, არამედ მათ აღიზიანებთ კიდეც ასეთი ინიციატივები და მდარე არგუმენტებს იგონებენ ასეთი პოზიტიური თემების გადასაფარად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მათი სრული რეაბილიტაცია კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში მოახდინოს.

29 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მზადაა, ობიექტები სხვა ინვესტორებზე გაასხვისოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG