Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ანდრიაძე: ეკლესიის სკანდალს წერტილი უშიშროების სამსახურმა უნდა დაუსვას


გიორგი ანდრიაძე
გიორგი ანდრიაძე

საქართველოს საპატრიარქოს ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ანდრიაძე მიიჩნევს, რომ ეკლესიაში განვითარებულ პროცესებს სკანდალის სახე რომ არ მიეღო, საჭირო იყო პროცესებში უშიშროების სამსახური ჩარეულიყო.

მისი თქმით, ასეთი პრობლემები ნებისმიერ ქვეყანაში უშიშროების სამსახურის მიერ წყდება, თუ ეს სამსახური ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ემსახურება:

„ნებისმიერი გაუგებრობა, რომელიც ლახავს ქვეყნის იმიჯს და მით უმეტეს, სახელმწიფოებრივი ინსტიტუციის, როგორიც არის საპატრიარქოს იმიჯი, გვარდება სხვანაირად და არა ასეთი სკანდალებით. სკანდალით, რომელიც სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოში."

გიორგი ანდრიაძემ დღეს, 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ უშიშროების სამსახური ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაინტერესებულიყო პროცესებით, როდესაც ურთიერთგამომრიცხავ პოზიციაზე მდგომი ორი ეპისკოპოსი - პეტრე და იაკობი ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფდნენ.

"ასეთი პროცესი ძალიან ნეგატიურად აისახება ქვეყნისა და ეკლესიის იმიჯზე, დამღუპველი არის და მასზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და უპირველეს ყოვლისა, წესით უშიშროების სამსახური, ვინაიდან მან უნდა დაუსვას წერტილი სწორედ ამ გაურკვევლობას და მკაფიოდ განაცხადოს, თუ რაშია საქმე", - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ანდრიაძემ.

იგი ფიქრობს, რომ პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, ეკლესიაში მიმდინარე პროცესები ფართო მსჯელობის საგანი არ უნდა გახდარიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG