Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარკირების წესის დარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმები წლის ბოლოდან ან მომავალი წლიდან ამოქმედდება


კახა კალაძე
კახა კალაძე

დედაქალაქში პარკირების წესის დარღვევისთვის გაზრდილი ჯარიმები ავტობუსების პარკის სრულად განახლების შემდეგ ამოქმედდება, - უთხრა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს. მისი განმარტებით, დარღვევისთვის მძღოლები, სავარაუდოდ, წლის ბოლოდან ან მომავალი წლის დასაწყისიდან დაჯარიმდებიან:

„პარკირების ჯარიმების ამოქმედება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვახერხებთ ავტოპარკის ახალი ავტობუსებით ჩანაცვლებას. დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. როგორც კი გვეყოლება ახალი ევროპული ტიპის ავტობუსები, მაშინ ამოქმედდება ეს რეგულაცია. შეიძლება წლის ბოლომდე მოესწროს ავტობუსების ჩანაცვლება, შეიძლება მომავალი წლის დასაწყისში.

ამასთან, თქვენ იცით, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი დაწყებული გვაქვს ორბელიანის მოედანზე და კოტე აფხაზის ქუჩაზე უკვე დავიწყეთ. განსხვავებული იქნება ტარიფები რაიონების, უბნების მიხედვით. როდესაც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, საზოგადოებას ინფორმაცია ექნება“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით, ყველა ქუჩაზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება, პარალელურად, მიმდინარეობს საპარკინგე ადგილების მოწყობაც.

ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10-დან 50 ლარამდე იზრდება. ცვლილებაზე მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მან განაცხადა, რომ ჯარიმის ოდენობის გაზრდის კანონპროექტი პარლამენტს თბილისის მერიამ წარუდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG